ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს

შაბათი, 04 აპრილი, 2015
სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცეს

637

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ვაგზლის მოედანის ტერიტორიაზე  მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი, ნ. ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე მოახდინა სასაქონლო ნიშნის შეცვლა “NOKIA”-ს სასაქონლო ნიშნით, რომლის შემდგომაც მოახდინა მისი რეალიზაცია  6600 ლარად.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top