ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

პარასკევი, 22 ივნისი, 2018
უაქციზო სიგარეტის  შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

221

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დადგინდა, რომ  სამ შემთხვევაში,  სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში,  ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში  4 360 კოლოფ უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.  მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top