ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 26 აპრილი, 2018
დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

238

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, თითქოსდა  მისი კომპანიის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში,  კონცერტს გამართავდა ცნობილი მუსიკოსი კრის რი. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებისას, ბრალდებულმა, ფორმალურად გააფორმა ხელშეკრულებები ერთ - ერთ საკონცერტო დარბაზთან და ბილეთებით ონლაინ მოვაჭრე კომპანიასთან. მოქალაქეთა მოზიდვის მიზნით, მან ჩაატარა აქტიური   პიარკამპანია კრის რის 2017 წლის 30 დეკემბერს ვითომდა დაგეგმილი კონცერტისთვის.  აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეალიზებულ იქნა  2 727  ბილეთი, რომელთა ჯამური ღირებულება 152 850 ლარს შეადგენს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კრის რის მსოფლიო ტურნე 2017 წლის 12 დეკემბერს, ინგლისში დასრულდა  და საქართველოში კონცერტის გამართვა დაგეგმილი არ იყო.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა - მხილების მიზნით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top