ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

პარასკევი, 12 მარტი, 2021
დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბერში დაირეგისტრირეს ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, კანადის მოქალაქის სახელზე რიცხული 1001 მ2 მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top