ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს პოლონეთის დელეგაცია ეწვევა

კვირა, 05 ოქტომბერი, 2014
საქართველოს პოლონეთის დელეგაცია ეწვევა

706

ხვალ თბილისს პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აგნეშკა კროლიკოვსკა ხელმძღვანელობს.

დელეგაციას მასპინძლობას გაუწევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 

პირველი ოფიციალური შეხვედრა დელეგაციებს შორის ხვალ, სასტუმრო ამბასადორში, 11:30 სთ ზე შედგება. შეხვედრას დაესწრებიან მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანდჟეი ჩეჟკოვსკი. 

მხარეები ფინანსური დანაშაულის პრევენციის მეთოდებსა და რეგიონალურ დონეზე, კორუფციის აღმოფხვრის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. 

პოლონური დელეგაცია საქართველოში 5 დღის განმავლობაში დარჩება. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top