საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს მოატყუა, თითქოს დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაეხმარებოდა მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში. აღნიშნულის სანაცვლოდ, კ. ტ-მ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.