ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის და სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

შაბათი, 20 თებერვალი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო კონიაკის და სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

522

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ერთი და სომხეთის ერთი მოქალაქე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს ძვირადღირებული სომხური კონიაკი „არარატის“ და სიგარეტების „მარლბოროს“ და „პარლამენტის“ რეალიზაცია.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top