ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საბაჟო წესის დარღვევისა და უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი

ხუთშაბათი, 14 აპრილი, 2022
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საბაჟო წესის დარღვევისა და უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი, კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, რითაც სახელმწიფოს 978 004 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა. 

საბაჟო საწყობის კომპანიის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. მათვე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, სარეალიზაციოდ გაამზადეს 30 637 ლარის საბაჟო (184 131 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რაც საგამოძიებო სამსახურის მიერ მყისიერად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და (18) 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილე იურიდიული პირიც.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top