საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ქალაქ სამტრედიაში აქციზური მარკის გარეშე, უკანონოდ გადაზიდა და მოქალაქეზე გაასაღა 4800 კოლოფი სიგარეტი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.