ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

ორშაბათი, 09 თებერვალი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

658

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბ. თ. დააკავა.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 3 000 აშშ დოლარი.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  9  წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top