ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი  ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

171

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი  კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის  ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის  პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ტენდერში, რომლის მოთხოვნების თანახმად, კომპანიას ოთხი ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 546 882 ლარი, უნდა განეხორციელებინა.

ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით,  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.  ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირები  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ  საერთო ჯამში  143 451  ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელსაც  სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, რითაც ხელი შეუწყო ბრალდებულების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top