ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა

შაბათი, 15 სექტემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა

187

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე  ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ერთ შემთხვევაში, შიდა ქართლის რეგიონში,  ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით  27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა.  ხოლო მეორე შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  75 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top