ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

პარასკევი, 28 მაისი, 2021
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 10 პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა, მასთან დასაქმებულ თანამშრომლებთან წინასწარი შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, რომლის თანახმად, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოში დასაქმებული პირები თითქოსდა არ ახორციელებდნენ საქმიანობას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი კომპენსაციები. 

დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული საწარმოში დასაქმებული პირები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპენსაციის სახით, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top