ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ლევან გამყრელიძე: ,,საგამოძიებო სამსახური აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად”

პარასკევი, 13 ივლისი, 2018
ლევან გამყრელიძე:  ,,საგამოძიებო სამსახური აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც  ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად”

211

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე  ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში  „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ესწრება. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, უწყებათაშორისი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების დამყარება.


მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების პროცესში საგამოძიებო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნულ პროცესებში სამართალდამცავი ორგანოს, კერძოდ,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, როგორც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების აქტიური ჩართულობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან  რგოლს იმ ჯაჭვისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და ამ კუთხით, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა.


როგორც ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა და სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება ის დანაშაულებია, რომლებიც  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება და  უწყებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან,  სამსახური აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც  ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  ლევან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში  დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდისა  და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას „საქპატენტთან“ და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან.


კონფერენციის ფარგლებში  მონაწილეები  განიხილავენ ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შედეგებს და არსებულ გამოწვევებს, ასევე იმ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სათანადო აღსრულებას. ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირეულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონში 2018 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, პარალელურ იმპორტზე, მტკიცებულებების უზრუნველყოფის და ზიანის დადგენის თაობაზე საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა აქტუალურ  თემებზე.  


ორდღიან კონფერენციას  100-მდე დელეგატი ესწრება. მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტთან არსებული აშშ-ს ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო და საბაჟო დაცვის განყოფილების, აშშ-ს სასაქონლო ნიშნებისა და პატენტების უწყების (USPTO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ადგილობრივი და უცხოური კერძო კომპანიების, საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top