ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი

ოთხშაბათი, 13 აპრილი, 2022
დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისგან თავის არიდების მიზნით, 2019-2021 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან საქართველოში ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით შემოყვანილ იქნა 325 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომში, ნაცვლად ქვეყნიდან გაყვანისა, განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 1 474 921.10 ლარის ოდენობით. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2 და 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით. 

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top