მიმდინარე წლის 31 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტებს - ოლექსი ფეშჩენკოსა და ვიტალი გალეტას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღია წყაროების მეშვეობით ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება საგადასახადო დანაშაულების გამოძიებისთვის; ბლოკჩეინის ინსტრუმენტების გამოყენება გამოძიების პროცესში; რისკის კრიტერიუმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, სამართალდარღვევების გამოვლენისა და გადასახადებისგან თავის არიდების სქემებთან მიმართებაში და სხვა საკითხები.
შესაბამისი სამოქმედო მიმართულებების გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს.