საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე-ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, რითაც სამოქალაქო ბრუნვაში მოაქცია უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 127 530 ლარის ღირებულების მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-წლამდე ვადით.