ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებში მისცა

ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2014
საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებში მისცა

725

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი 508 310 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში დახმარებისათვის, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა ერთ-ერთი თვითმმართველი ქალაქის მერიის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილი უფროსი პ. ა. ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი ჰ. ე. და ტექნიკური დირექტორი გ. ო.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 18 მაისს, აღნიშნულ შპს-სა და ქალაქის მერიას შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება 2 749 988 ლარზე, ქალაქის ერთერთი ქუჩის გასწვრივ, სანიაღვრე არხის რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, რა დროსაც, საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი იქნა ყალბი შესრულებული სამუშაოების აქტები, თითქოსდა მათ მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ქალაქის მერიის ერთერთი სამსახურის უფროსმა პ. ა-მ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული აქტების სიყალბე, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურს მიმართა წერილობით ხსენებული კომპანიის დაფინანსების შესახებ, ამის სანაცვლოდ, კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ პ. ა-სთვის უსასყიდლოდ იქნა გადაცემული სხვადასხვა დასახელების საშენი მასალები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - აღნიშნული კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 508 000 ლარით ნაკლებია შემსყიდველისათვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 იდან 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top