საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სამი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ქ. რუსთავის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი არაყი „ნეფტი.“
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 მუხლის მე 2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.