საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფოს კუთვნილი სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო ხელშეკრულების გარეშე, უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 აშშ დოლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.