ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, 5 138 493 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შაბათი, 23 აპრილი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, 5 138 493 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა

498

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ერთ-ერთი შპს-ის ხელმძღვანელი პირები დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. ბრალდებულთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობის ზიანი.  

საქმეზე გამოძიება მიდმიანრეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top