ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176 ფაქტი გამოავლინა

ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176  ფაქტი გამოავლინა

167

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო/საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენების 176  ფაქტი  გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებულების მხრიდან, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ადგილი ჰქონდა საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი შესყიდვის აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენებას. საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც მეწარმეები საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადებებისა და დღგ - ს ანგარიშფაქტურების დამზადება-გასაღებას ახდენდნენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 133 პირი მისცა. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top