ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

265

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ  2 000 მ2 და 3 000 მ2  ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში  94 000 ლარს შეადგენს.

გამოძიების მიმდინარეობისას,  ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ  მიყენებული ზიანი 36 000 ლარის ოდენობით სრულად იქნა ანაზღაურებული.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top