საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს და ქ. რუსთავში მდებარე ავტობაზრობაზე მოქალაქეზე გაასაღეს ყალბი 1500 აშშ დოლარი. დაკავებულებმა, ყალბი კუპიურები ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილის საფასურის სანაცვლოდ გადასცეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსისი 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.