საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. ,,ელიავას ბაზრობაზე“ ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა „BOSCH“- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს ასაღებდა, როგორც „BOSCH“- ის ორიგინალ პროდუქციას. გამოძიების მიერ ამოღებულია „BOSCH“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.