ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

ორშაბათი, 07 დეკემბერი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე  აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

552

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე,  აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. აღნიშნულისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top