საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი.
ა(ა)იპ სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, აღნიშნულ საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.
საქმეზე მიმდიანრეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.