საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელს, ანა ჰინოიოსას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საგამოძიებო სამსახურსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის, სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გაუმჯობესება - დახვეწისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ანა ჰინოიოსა 18 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და გაერო - ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ორგანიზებულ რეგიონულ შეხვედრას ესწრებოდა.