ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2022
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ოლივიე ლეფებვრი და ექსპერტი იგორის კრზეცკოვსკი, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.

სტუმრებს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიზნები და ამოცანები, ესაუბრნენ საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი უწყების სამუშაო სპეციფიკის შესახებ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების და ანალიტიკურ-პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მხარდაჭერის პერსპექტივას.

შეხვედრაზე მხარეები კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top