საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ სამეგრელოს რეგიონში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ერთ-ერთი სოფლის ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან თავის არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.