ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 18 აგვისტო, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

584

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფოს კუთვნილი სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო ხელშეკრულების გარეშე, უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო  500 აშშ დოლარი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top