ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 19 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და  ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

266

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯგუფურად  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და  ყალბი  სასაქონლო ზედნადებების დამზადების  ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით,  ბრალდებული ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც  მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე  და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top