ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სამშაბათი, 26 აგვისტო, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

727

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს ერთ-ერთი რეგიონის სამსახურის თანაშრომელი ხ. მ. და სატყეო უბნის ტყის მცველი კ. პ.

გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს  სატყეო სამსახურის თანამშრომელო ხ. მ. და ამავე სააგენტოს  სატყეო უბნის ტყის მცველი კ. პ, მათ დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ შეშვებისა და ხე-მასალის უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით, სისტემატურად სთხოვდნენ და ართმევდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top