ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამშაბათი, 07 აპრილი, 2015
ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

635

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გასაღების მიზნით, საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი თურქული ლირა, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top