ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შაბათი, 09 მაისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

619

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოქალაქე ვ. კ. დააკავეს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ვ. კ. 2014 წლის აპრილამდე მუშაობდა ინდოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებულ ნავთობის მომპოვებელ ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, რა დროსაც კომპანიის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თავის საბანკო ანგარიშზე რიცხავდა დიდი ოდენობით თანხებს, რომლის შესანიღბადაც თანხების გადარიცხვის დროს თანხების მიმღებად უთითებდა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო საბანკო ანგარიშის ნომრად აფიქსირებდა თავისი  საბანკო ანგარიშის ნომერს. აღნიშნული გზით ვ. კ-მ  მიითვისა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 633 519, 96 ლარი. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11  წლამდე ვადით.
 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top