ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და რვა პირი დააკავა

პარასკევი, 03 მაისი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და რვა პირი დააკავა

93

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც დაკავებული იქნა 8 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში, კახეთის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top