ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ორი საჯარო მოხელე პასუხისგებაში მისცა

ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა  ორი საჯარო მოხელე  პასუხისგებაში მისცა

614

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლ. ბ. და ერთ-ერთი ქალაქის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, ა. ვ.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ ერთ-ერთ შპს-სთან გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულებმა, ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.

ა. ვ-ს და ლ. ბ-ს აღნიშნულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ  განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top