ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გატანის მცდელობის ფაქტი

ოთხშაბათი, 01 ივნისი, 2022
დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გატანის მცდელობის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გატანის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს გავლით, ცდილობდა საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადაეტანა 23 863 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახის საქონელი - მედიკამენტები, საკვები დანამატები და კომპიუტერული ტექნიკა. 

აღნიშნულ სისხლის სამართის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული პირი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა - კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევა. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top