ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

შეხვედრა UNODC-ის და პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-ს წარმომადგენლებთან

პარასკევი, 01 აპრილი, 2022
შეხვედრა UNODC-ის და პროექტ  „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-ს წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 31 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტებს - ოლექსი ფეშჩენკოსა და ვიტალი გალეტას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღია წყაროების მეშვეობით ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება საგადასახადო დანაშაულების გამოძიებისთვის; ბლოკჩეინის ინსტრუმენტების გამოყენება გამოძიების პროცესში; რისკის კრიტერიუმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, სამართალდარღვევების გამოვლენისა და გადასახადებისგან თავის არიდების სქემებთან მიმართებაში და სხვა საკითხები.

შესაბამისი სამოქმედო მიმართულებების გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top