ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ საგადასახადო კონგრესში

პარასკევი, 04 დეკემბერი, 2020
საგამოძიებო სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ საგადასახადო კონგრესში

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საერთაშორისო საგადასახადო კონგრესის მუშაობაში. კონგრესის ფარგლებში განხილული იქნა საზოგადოებრივი ფინანსების მართვის და ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები. გამართული დისკუსიის ძირითად თემებს წარმოადგენდა: საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა; სახელმწიფო ფინანსური კონტროლის შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში; ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურო: მოლოდინები, რეალობა, გამოწვევები; სახელმწიფო და კერძო ინტერესი საგადასახადო დაბეგვრაში; უკრაინის ფისკალური პოლიტიკის ტრანსფორმაცია ევროინტეგრაციის პირობებში; საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელების თავისებურებები თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე; ჰუმანიტარულ-საგანმანათლებლო და სოციალურ-პოლიტიკური პროცესები მდგრადი განვითარების კონტექსტში: ეროვნული და გლობალური განზომილებები; ინფორმაციული ტექნოლოგია ეკონომიკასა და მენეჯმენტში.

საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მოხსენება შეეხებოდა საგამოძიებო ორგანოების როლს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ონლაინ კონგრესის მონაწილეები გაეცნენ უწყების მოსაზრებებს თანამედროვე გამოწვევების ფონზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით. ღონისძიების დასასრულს, ქართველ და უკრაინელ მონაწილეთა მიერ განხილული იქნა აგრეთვე ორი ქვეყნის კოლეგა სამართალდამცავ ორგანოებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top