ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებულია პირთა ჯგუფი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2023
საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებულია პირთა ჯგუფი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ დაფუძნებულ იქნა ორი ფიქტიური კომპანია, რომელთა გამოყენებითაც, მათ მიერ თავიანთ მმართველობაში არსებულ მოქმედ საწარმოებზე გაწერილ იქნა ჯამში რვა ერთეული ყალბი ანგარიშ-ფაქტურა, თითქოსადა სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს და შემდგომ გამოიყენეს 103 469 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.

ტარდება შესაბამისი პროცედურები სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლებას აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top