საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას და აცხადებს სტაჟიორების მიღებას ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.
სტაჟირებაზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირები.
სტაჟიორთა მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად:
· პროფესიული ტესტირება
· ზოგადი უნარები
· გასაუბრება
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორები დასაქმდებიან საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება 4 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე მითითებულ სპეციალურ ველში „სტაჟირება 2018“.