საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი რეგიონის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.