ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 07 თებერვალი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისთვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში  ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top