საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.