ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

პარასკევი, 02 ოქტომბერი, 2015
დიდი ოდენობით  ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

568

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top