ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 07 მარტი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

420

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.  

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top