ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

312

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის  აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის და ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტების გამოვლენის მიზნით,  ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებს.

აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ასევე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის  - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში  მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის 2 ფაქტი გამოვლინდა და ბრალდებულის სახით სომხეთის 2 მოქალაქე იქნა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა,  რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვის გადაზიდვას ახდენდა, თუმცა  შემოწმებისას  აღმოჩნდა, რომ სატვირთო  ავტომობილით დიდი ოდენობით -  48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის  გადაზიდვა ხდებოდა.

მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „გუგუთის“ გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,  მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა.  ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონო  გადაზიდვას.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

Back To Top