ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა წარიმართა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებთან. მხარეთა მიერ განხილულ იქნა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსა და კრიპტოაქტივის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სწრაფი და ეფექტიანი გამოვლენა-პრევენციის საშუალებები. განხორციელდა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფების გაცნობა-შეფასება.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სააგენტოში ჩატარებულ პრაქტიკულ სწავლებაში, თემატიკით: საგამოძიებო პროცესში კრიპტოაქტივის აღმოჩენა, ამოღება და ფიქსაცია.
ხაზი გაესვა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის, შესაბამის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადებისა და სწავლების, ასევე უწყებათა შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას მხარეთა საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის.