ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში ავსტრალიის საელჩოს კონსულთან შეხვედრა გაიმართა

ოთხშაბათი, 25 ივლისი, 2018
საგამოძიებო სამსახურში  ავსტრალიის  საელჩოს კონსულთან შეხვედრა გაიმართა

205

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ავსტრალიის  საელჩოს კონსულს, ავსტრალიის სასაზღვრო ძალების მეკავშირე ოფიცერს თურქეთში (ფარავს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას),   ფილიპ ქაჩიას შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს   და გამოთქვეს სურვილი,  ამ კუთხით თანამშრომლობა მომავალში გააგრძელონ.

შეხვედრას ესწრებოდნენ  ფინანსთა სამისიტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
Back To Top